ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი 24 ნოემბერს აზერბაიჯანს ეწვევა.
ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თოყაევი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული სპეციალური პროგრამის (SPECA) სამიტში, რომელიც ბაქოში გაიმართება.