გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის ლიკვიდაციის შანსს - ზელენსკის პასუხი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Sun-თან ინტერვიუში უპასუხა კითხვას იმის შესახებ, გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდებოდა.

„ეს ომია და უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი მიწა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. 

რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ ორგანიზებულ თავდასხმის მცდელობებზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ასეთი 5-6 მცდელობა მაინც ყოფილა.


ზელენსკის სიტყვებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

„უკრაინიდან, სხვადასხვა დონეზე, არაერთხელ ყოფილა სიტყვიერი მუქარა პუტინის წინააღმდეგ. ჩვენ ეს კარგად ვიცით და მათ არაფერი გამოუვათ,“ - განაცხადა პესკოვმა.