ფილიპინებისა და აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში, ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირება განაახლეს

ფილიპინებისა და აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირება დაიწყეს. ინფორმაციას ფილიპინების პრეზიდენტი, ფერდინანდ მარკოს უმცროსი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, პატრულირება კუნძულ მავულისზე, ფილიპინების ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში დაიწყება, რომელიც ტაივანიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს.

„ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ადასტურებს ჩვენს ვალდებულებას, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა საზღვაო და საჰაერო პატრულირების დროს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი ხალხისთვის უფრო უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს,“ - წერს ფერდინანდ მარკოს უმცროსი Twitter-ის გვერდზე.