გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას უკრაინისთვის 1,3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ მან უკრაინელ კოლეგასთან რუსტემ უმეროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, აქ ვიზიტისას, გამოვაცხადო ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს დამატებით 4 IRIS-T SLM-ის სისტემას, 155 მმ ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს. ამ პაკეტის ჯამური ღირებულება 1,3 მილიარდ ევროს შეადგენს," - განაცხადა პისტორიუსმა.