გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინი სტალინს შეადარა

აშშ-ის ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში საკვების იარაღად გამოყენება, ჰოლდომორის დროს იოსებ სტალინის სისასტიკეს შეადარა. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს პრესრელიზში, რომელიც 21 ნოემბერს გამოქვეყნდა.


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თომას-გრინფილდმა აღნიშნა, რომ პუტინი საკვებს ომში იარაღად იყენებს.

„უკრაინის მიერ ხორბლის წარმოება ახლა 35 პროცენტით დაბალია ომამდელ მაჩვენებელზე. დიდი ხანია მარცვლეული „მიდის მსოფლიოში“ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მეშვეობით - რომელიც ცალმხრივად შეწყდა მოსკოვის მიერ. კიევი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მსოფლიო გამოკვებოს. აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში როგორც ახლა, ასევე მომავალში,” - აღნიშნა გრინფილდმა.


გეროს უშიშროების საბჭო, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებზე თავდასხმების ესკალაციაის განხილვის მიზნით შეიკრიბა.


ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებმა დაადასტურა, რომ დღემდე 10,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა 18,500-ზე მეტი. გარდა ამისა, არსებობს მინიშნებები, რომ თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შეიძლება, ზამთრის წინ გაძლიერდეს.