სამხრეთის გაზის დერეფანი გადამწყვეტ როლს ასრულებს საბერძნეთის სატრანზიტო ჰაბად ქცევაში - საბერძნეთის საგარეო უწყება

ათენის შეფასებით, სამხრეთის გაზის დერეფანი გადამწყვეტ როლს ასრულებს საბერძნეთის სატრანზიტო ჰაბად ქცევაში.

„საბერნეთი ფოკუსირდება სამხრეთის გაზის დერეფანზე, ევროკავშირის ენერგეტიკული სტრატეგიის ქვაკუთხედზე, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს რეგიონის ენერგორესურსების უსაფრთხოებისა და ადაპტაციის გაძლიერებაში. სამხრეთ გაზის დერეფნის ბოლო სეგმენტის ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) დასრულება მნიშვნელოვნად აძლიერებს საბერძნეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას წლიური 1 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებით,“ - აცხადებენ სამინისტროში.


სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო გაზის გადაზიდვას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ $45 მილიარდზე. სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად 8-10 წლის განმავლობაში ანაზღაურდება.

2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესახებ - არსებული 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე - 2027 წლისთვის.