ევროკავშირმა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ახალი ტრანში გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ახალი ტრანში გამოუყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მთლიანობაში, 2023 წელს უკრაინის მიმართ ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა 16,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ცნობისთვის, მაკროფინანსური დახმარება არის სესხი, რომელიც უკრაინას ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთით ეძლევა.


„ევროპა უკრაინის ეკონომიკურ სტაბილურობას და საჯარო სერვისებს ფინანსურ მხარდაჭერას, რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ ომის დაწყების დღიდან, უცხადებს. დღეს, ჩვენ გამოვყოფთ ახალ 1,5 მილიარდ ევროს. უკრაინის მიმართ ჩვენმა მხარდაჭერამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია. კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენ უკრაინისთვის 2027 წლამდე 50 მილიარდ ევროს გამოვყოფთ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი“).