ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინელი ჯარისკაცების პირველი ჯგუფის წვრთნა დაასრულა

ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინელი ჯარისკაცების პირველი ჯგუფის წვრთნა დაასრულა. ეს პროცესი უსაფრთხოების მიზეზების გამო აქამდე გასაიდუმლოებული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Balkan Insight-ი ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბალკანეთის ქვეყანა ტრენინგს 2024 წლის განმავლოაბში და ვიდრე საჭიროება იქნება, გააგრძელებს,“ - განაცხადა სლავიანკა პეტროვსკამ.


წვრთნები ჩრდილოეთ მაკედონიის სამხედროების კუთვნილ ობიექტებზე მიმდინარეობს, მაგრამ მინისტრმა არ დააკონკრეტა სწავლების ტიპი ან უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებმაც ეს სწავლება გაიარეს.


ჩრდილოეთ მაკედონია 2020 წლიდან NATO-ს წევრია. ქვეყანამ უკრაინას სამხედრო დახმარებაც მიაწოდა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 100 000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ტრენინგი პარტნიორ ქვეყნებში უკვე გაიარა.