აშშ-კანადის სასაზღვრო გადასასვლელზე ავტომობილის აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
აფეთქების შედეგად, მანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაინახეს მანქანა, რომელიც დიდი სიჩქარით უახლოვდებოდა ხიდს, რასაც მოჰყვა ძლიერი აფეთქება. გამოძიებას ფედერალური ბიურო და პოლიცია აწარმოებენ.
ხიდი კვეთს მდინარე ნიაგარას, ეს გზა მთავარი დამაკავშირებელია აშშ-სა და კანადას შორის.