ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა.
ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 ნომბრის ღამეს ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე შვიდი გამშვები პუნქტი დაიხურება - იმატრა, კუუსამო, ნიირალა, ნიუიამაა, სალა, ვაალიმა და ვარტიუსი. ფინეთ-რუსეთის საზღვრის კვეთის მხოლოდ ერთი პუნქტი რაია-იოოსეპი იმუშავებს, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე განცხადების შეტანას შეძლებენ.
ხსენებული სასაზღვრო პუნქტი გეოგრაფიულად ყველაზე რთულად მისასვლელ ადგილას მდებარეობს და დღეში მხოლოდ 4 საათის განმავლობაში მუშაობს.