მედია: მოსკოვის ოლქის რამდენიმე რაიონი აფეთქებების შემდეგ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

მოსკოვის ოლქის რამდენიმე რაიონი, მათ შორის ქალაქი ლიტკარინო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც 23 ნოემბერს, ელექტროენერგიის ქვესადგურებთან აფეთქებები დაფიქსირდა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ რესურსებზე დაყრდნობით წერს.

ლიტკარინოში მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ხანძარი გაჩნდა დაახლოებით ღამის პირველ საათზე შენიშნეს.

ქვესადგურის გათიშვიდან რამდენიმე საათის შემდეგ ლიტკარინოს ელექტრომომარაგება აღუდგა, მაგრამ დომოდედოვოსა და ოდინცოვოს ურბანულ რაიონებში ზოგიერთი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.