კანადა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინას თითქმის 1 მილიარდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, კანადამ კიევს 10 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტის (7,2 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.
კანადის მთავრობამ 2023-2026 წლებისთვის განახლებული ეკონომიკური ანგარიში წარადგინა. მითითებულ პერიოდში კანადა უკრაინის მხარდასაჭერად 1,331 მილიარდი კანადური დოლარის (დაახლოებით 971,5 მილიონი დოლარის) გამოყოფას გეგმავს.
პროექტის მიხედვით, 2023/2024 ფინანსურ წელს უკრაინას $595 მილიონი გადაეცემა, 2024/2025 წელს - $318 მილიონი, 2025/2026 წელს - $144 მილიონი.
გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სექტემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადას პირველად ეწვია. მან მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსთან, რის შემდეგაც კანადამ უკრაინისთვის 482 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.