ისტორიაში პირველად, უკრაინა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში აირჩიეს

უკრაინა იყო იმ ცხრა ქვეყანას შორისაა, რომლებიც იუნესკოს (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში აირჩიეს.

ქვეყანამ კანდიდატურა გასული წლის ივლისში წარადგინა.

უკრაინა დანარჩენ 20 წევრს უერთდება და საკუთარ ადგილს 2023-2027 წლებში დაიკავებს.


რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, როგორიცაა, ოდესის ისტორიული ქალაქის ცენტრი. იუნესკოს განცხადებით, 15 ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად, 329 კულტურული ობიექტი დაზიანდა.