გერმანიაში „ჰამასის“ მხარდამჭერების სახლებში რეიდი ჩატარდა

გერმანიაში პროპალესტინელი აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ აკრძალულ ორგანიზაციებს, რეიდები ჩატარდა. რეიდი მოიცავს 15 მისამართს გერმანიის ოთხ ფედერალურ შტატში.

ჩხრეკა ბერლინშიც მიმდინარეობს. ქალაქში მასშტაბურ ჩხრეკაში 300-ზე მეტი პოლიციელია ჩართული.

მთავრობის შეფასებით, გერმანიაში „ჰამასის“ წევრების რაოდენობა დაახლოებით, 450-ს შეადგენს.