აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვარზე საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად, საქართველოსთან ერთად ახალ გამშვები პუნქტებს შექმნას გეგმავს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დამტკიცებულ „2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების პოტენციალის გაზრდა და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის სტიმულირება იგეგმება.
დოკუმენტის მიხედვით, უნდა მომზადდეს წინადადებები სახელმწიფო საზღვარზე ახალი გამშვები პუნქტების მშენებლობის შესახებ, განისაზღვროს ფინანსური და სავარაუდო ხარჯები, ჩატარდეს საპროექტო სამუშაო. შედეგად, შეიქმნება სატრანზიტო გადაზიდვის ალტერნატიული გადაკვეთის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის მიხედვით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობისა და ეფექტიანობის გაზრდასთან ერთად, არსებული სატრანსპორტო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ამ დერეფნებში დამატებით სატრანზიტო ტვირთებს მოიზიდავს.
საჭიროა ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ასევე სატრანზიტო მოძრაობისთვის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხანგრძლივობის შემცირება და გამტარუნარიანობის გაზრდა.