თურქეთი და დიდი ბრიტანეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა თურქეთის თავდაცვის მინისტრ იასარ გულერთან ანკარაში შეხვედრა გამართა.

მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის მრეწველობის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

NATO-ს ორი მოკავშირე თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდა. ამ მიზნით მინისტრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს ხმელთაშუა ზღვაში ერთობლივი წვრთნების გამართვის შესაძლებლობას, ასევე, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის გარშემო უსაფრთხოების მხარდაჭერის შესაძლებლობების შესწავლას.