ადრე დაპირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემას გერმანია უკრაინას ამ ზამთარში მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინაში, მარტინ იეგერმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა.
გერმანია მზად არის, უკრაინას გამარჯვებამდე დაუჭიროს მხარი.
„ბერლინი მთელი გულით უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას“. იმედი მაქვს, რომ ჩემი უფლებამოსილების ვადა საკმარისი იქნება არა მხოლოდ გამარჯვების მისაღწევად, არამედ, იმისთვის, რომ უკრაინასთან ერთად მართლაც გავიაროთ ბრიუსელისკენ მიმავალი გზის მნიშვნელოვანი ნაწილი,“ - აღნიშნა იეგერმა.
უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა განაცხადი ევროკარში გაწევრიანებაზე. კიევმა ევროკომისიისგან 8 ნოემბერს მიიღო რეკომენდაცია მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუსეთმა უკრაინაში ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო. დასავლეთი ახლა უკრაინის მხარდაჭერას ზამთრის წინ განსაკუთრებით აძლიერებს, რადგან წინა ზამთრის გამოცდილების გათვალისწინებით, რუსეთისგან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს ელოდებიან.