ფინეთმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად, 3 მილიონი ევრო გამოყო

ფინეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად 3 მილიონი ევრო გამოყო. საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი ექსპორტზე.

ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

პაკეტიდან 2 მილიონი ევრო ჰუმანიტარული დახმარების სახით არის გათვალისწინებული Grain From Ukraine ინიციატივისთვის, რომელსაც მსოფლიო სასურსათო პროგრამა ახორციელებს. 

საერთო ჯამში, ფინეთმა ადრე ასეთი მხარდაჭერისთვის 11,5 მილიონი ევრო გამოყო. თანხის კიდევ ერთი ნაწილი გათვალისწინებულია უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვისთვის იმ რეგიონებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა.

ამ პროექტს ახორციელებს მსოფლიო სურსათის პროგრამა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია უკრაინის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ამ თანხების გამოყოფის შემდეგ ფინეთის მთლიანმა დახმარებამ უკრაინაში ჰუმანიტარული განაღმვისთვის 8,25 მილიონ ევროს მიაღწია. ამ კვირის დასაწყისში ფინეთის მთავრობამ შესთავაზა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები დააინიცირა - ის სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის დახმარებაზე დიდ ხარჯებს მოიცავს. ნოემბრის შუა რიცხვებში ფინეთმა უკრაინას 100 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მე-20 პაკეტი გადასცა.