კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და ერთი არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მათი გათავისუფლება კატარის შუამავლობით ისრაელსა და "ჰამასს" შორის, დროებითი ზავის პირობებში მოხდა.
„ცეცხლის შეწყვეტის „შეთანხმების პირველი დღის ვალდებულებების შესრულების ჩარჩოებში ვადასტურებთ 39 ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებოდნენ,“ აცხადებს კატარის საგარეო უწყება.