უკრაინაში მომავალი არჩევნების ჩატარების საკითხი გარკვეულია. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ „1+1“-ის ჟურნალისტ ნატალია მოსიიჩუკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ წელს უკრაინაში არჩევნები არ ჩატარდება.
„მომავალ წელს, ვფიქრობ, საერთოდ არ შეიძლება, იყოს არჩევნები. არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი - არც ერთი," - განაცხადა არახამიამ.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო.
ზელენსკის შეფასებით, ომის დროს არჩევნებზე საუბარი უპასუხისმგებლობაა.