სომხეთმა და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

25 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკასა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს მოეწერა ხელი. იუწყება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

ოქმს აბუ დაბიში მოაწერეს ხელი სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში კარენ გრიგორიანმა და საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სულთან ბინ აბდულა ალ-ანგარიმ. დოკუმენტში აღნიშნულია ორი ქვეყნის სურვილი, „დამყარდეს მეგობრული ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში.“

სომხეთი დიდი ხანია, მსგავს ურთიერთობებს ყურის სხვა არაბულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ქუვეითთან. ორი ქვეყანას ერევანში საელჩოები აქვს. ჯერ არ არის ცნობილი, გეგმავენ თუ არა რიადი და ერევანი ერთმანეთის დედაქალაქში საელჩოების გახსნას.


საუდის არაბეთი შაბათს ოფიციალურად დათანხმდა სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, რითაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, ათწლეულების განმავლობაში არსებული პოლიტიკა დაასრულა. საუდის არაბეთი ათწლეულების განმავლობაში უარს ამბობდა სომხეთთან დიპლომატიური კავშირების დამყარებაზე, მუსულმანურ აზერბაიჯანთან კონფლიქტის გამო.

ნავთობით მდიდარმა სამეფომ ამ პოლიტიკის ცვლილებაზე მიუთითა მას შემდეგ, რაც მისი ურთიერთობები აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთთან რამდენიმე წლის წინ მნიშვნელოვნად გაუარესდა.

პოლიტიკის ცვლილებას ხაზი გაესვა 2021 წლის ოქტომბერში სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტის არმენ სარქისიანის რიადში ვიზიტით. სარქისიანი საუდის არაბეთის მმართველის, მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის გვერდით იჯდა იქ გამართული საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე.