27-29 ნოემბერს სომხეთს ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისია ეწვევა.
დელეგაციასთან ერთად სომხეთს ეწვევიან ევროპული საინვესტიციო ბანკის (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და Frontex-ის წარმომადგენლები.
შეხვედრები დაგეგმილია სომხეთის მთავრობასთან, გაეროს წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.
ვიზიტისას მოხდება „ევროკავშირი-სომხეთის ინვესტიციების კოორდინაციის პლატფორმის“ პრეზენტაცია.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის დელეგაციის ვიზიტისას დაგეგმილია ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების სხვადასხვა განზომილების განხილვა.
შეხვედრებზე იმსჯელებენ, როგორ შეიძლება, სომხეთ-ევროკავშირის კავშირები გაღრმავდეს და გაძლიერებეს და როგორ შეუძლია სომხეთს, გამოიყენოს ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების სრული პოტენციალი.