აშშ-ის სენატი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კენჭისყრას იწყებს

აშშ-ის სენატი კენჭს უყრის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისა და ისრაელისთვის მილიარდიანი დახმარების მოთხოვნას. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა 26 ნოემბერს სენატორებისადმი მიწერილ წერილში განაცხადა.

„მე ვაპირებ პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი პაკეტის წარდგენას 4 დეკემბრის კვირაში,” - განაცხადა შუმერმა.


მისი განმარტებით, „ყველაზე დიდი შეფერხება" უსაფრთხოების დახმარების პაკეტის მიღებაში, რესპუბლიკური პარტიის მოთხოვნა იყო, რომ უკრაინის დაფინანსება შეერთებული შტატების სასაზღვრო პოლიტიკასთან იყოს დაკავშირებული.


მაიკ ტერნერმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, 26 ნოემბერს განაცხადა, რომ კონფლიქტი სასაზღვრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის დახმარების კანონპროექტის მიღებას 2023 წლის ბოლომდე.


კონგრესში რესპუბლიკელები აშშ-მექსიკის საზღვარზე გაძლიერებულ შეზღუდვებს ლობირებენ და აცხადებენ, რომ უკრაინის დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ კანონპროექტი საზღვრის უსაფრთხოების დებულებებს მოიცავს. რესპუბლიკელების წინააღმდეგობისა და კონგრესში დავის ფონზე, ბაიდენმა ხელი მოაწერა გადაუდებელი დაფინანსების ორ კანონპროექტს, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებდა.

„მოლაპარაკებები დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის გაგრძელდა. ჩვენ დაგვჭირდება ორპარტიული თანამშრომლობა და კომპრომისი, რათა მივაღწიოთ გონივრულ, რეალისტურ შეთანხმების, რომელსაც ორივე მხარეს შეუძლია, რომ მხარი დაუჭიროს," - აღნიშნა შუმერმა. ბაიდენის უახლესი მოთხოვნა უსაფრთხოების საკითხებში უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარზე მეტის დაფინანსებას ითვალისწინებს.