ყაზახეთის პრეზიდენტმა ტრანსკასპიური დერეფნის განვითარების საკითხი Abu Dhabi Ports Group-ის აღმასრულებელ დირექტორთან განიხილა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო Abu Dhabi Ports Group-ის აღმასრულებელი დირექტორი მოჰამედ ჯუმა ალ შამისი მიიღო. ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.


შეხვედრისას ყაზახეთის ლიდერმა აქტაუსა და კურიკის საზღვაო პორტების განვითარებას "ყაზახეთის სტრატეგიული მიზანი" უწოდა. AD Ports Group-ის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროში დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, მხარეებმა ამ სფეროში ორმხრივად მომგებიანი საკითხები განიხილეს. 

თოყაევი შუა დერეფნის გავლით აზერბაიჯანში ნავთობის ტრანსპორტირების მიმართულებით, ყაზახეთის KazMunyGas-სა და AD Ports Group-ს შორის თანამშრომლობას მიესალმა.

ცნობისათვის, ყაზახეთი კასპიის პორტების კურიკისა და აქტაუს ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას გეგმავს.

2023 წლის პირველ შვიდ თვეში ყაზახეთის აქტაუს კომერციულ საზღვაო პორტში 2,6 მილიონ ტონაზე მეტი მშრალი და ნავთობის ტვირთი გადაიზიდა, რაც 24 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.