სამხრეთ კორეის პორტში ამერიკული ატომური ავიამზიდი წელს მესამედ შევიდა.
ამერიკული საზღვაო ძალების განმარტებით, იზიტი აჩვენებს შეერთებული შტატების ერთგულებას აშშ-სა და კორეის რესპუბლიკას შორის ალიანსისადმი.
„აშშ-სა და კორეის რესპუბლიკის საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობა გადამწყვეტია მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიასა და კორეის ნახევარკუნძულზე,” - განმარტავს ამერიკული მხარე.
პუსანის პორტში შესვლამდე ავიამზიდი ფილიპინების ზღვაში ყოველწლიურ წვრთნებში მონაწილეობდა.
CSG-1 არის გემებისა და თვითმფრინავების მრავალპლატფორმული გუნდი, რომელსაც მთელ მსოფლიოში მრავალფეროვანი მისიების შესრულება შეუძლია.
აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson 2023 წლის 21 ნოემბერს, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მდებარე პორტში განლაგდა. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ამერიკული ავიამზიდი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ, შეკავების ჩვენების მიზნით განლაგდა.
ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს შეატყობინა, რომ 22 ნოემბრიდან, პირველ დეკემბრამდე პერიოდში აპირებდა პირველი „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვებას ორბიტაზე.
ფხენიანი ამტკიცებს, რომ რაკეტა 22 ნოემბერს გაუშვა. ამერიკული მხარის ინფორმაციაში არ არის მითითებული, რა პერიოდს დაჰყოფს ავიამზიდი სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში.