კატარი: „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა ორი დღით გახანგრძლივდება

აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომში ჰუმანიტარული პაუზა კიდევ ორი დღით გახანგრძლივდება. ამის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

ინფორმაციას ადასტურებს „ჰამასი“. ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია ისრაელს.