ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინისა და ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონგრესში კარგად ესმით საკითხის სწრაფად გადაწყვეტის მნიშვნელობა და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მან ისრაელის დახმარებას მთავარი პრიორიტეტი უწოდა, ხოლო უკრაინის დახმარებას - კიდევ ერთი პრიორიტეტი.
„ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ," - განაცხადა ჯონსონმა.
მას იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანში, ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხი.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს ევროპაში მარშით გავლის საშუალებას და გვესმის [უკრაინის] დახმარების აუცილებლობა," - განმარტა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.