ფხენიანი ამტკიცებს, რომ მზვერავი თანამგზავრიდან თეთრ სახლს და პენტაგონს ფოტოები გადაუღო

ჩრდილოეთ კორეის აეროკოსმოსური ტექნიკის მთავარმა სამმართველომ გამოცდის შედეგები მოახსენა. სახელმწიფო მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინს გადასცეს მზვერავი თანამგზავრიდან 25-27 ნოემბერს გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ასახულია იტალიის დედაქალაქი რომი, ამერიკული სამხედრო ბაზები კუნძულ გუამსა და ვირჯინიის შტატში, ასევე, ვაშინგტონში მდებარე თეთრი სახლი და პენტაგონი. ოფიციალურ შეტყობინებას საილუსტრაციოდ არცერთი ფოტოც ერთვის.


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის თანახმად, ამერიკის ვირჯინიის შტატში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზა „ნორფოლკსა“ და გემთმშენებელ ქარხანა „ნიუპორტში“ აღმოჩენილია 4 ამერიკული ატომური ავიამზიდი და 1 ბრიტანული გემი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს შეატყობინა, რომ 22 ნოემბრიდან, პირველ დეკემბრამდე პერიოდში აპირებდა პირველი „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვებას ორბიტაზე.

ფხენიანი ამტკიცებს, რომ რაკეტა 22 ნოემბერს გაუშვა. 

აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson 2023 წლის 21 ნოემბერს, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მდებარე პორტში განლაგდა.