გერმანიამ უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორ Ukrenergo-ს 300 მილიონი ევრო (328,4 მილიონი აშშ დოლარი) ენერგეტიკული ქსელის აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის გადასცა. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინაში მარტინ იეგერმა განაცხადა.
უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდი 2022 წლის აპრილში შეიქმნა, რათა საერთაშორისო დონორებს მიეცეთ საშუალება, მხარი დაუჭირონ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ხშირად ხდება რუსეთის თავდასხმების სამიზნე ხდება.
ცნობისთვის, სპეციალურ ფონდში 7 მილიონ ევროს დანიაც გადარიცხავს.