ბულგარეთმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ჩრდილოეთ მაკედონიაში გასამართ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, თავისი საჰაერო სივრცის გავლის ნებართვა მისცა.
„ეს ნებართვა არ ვრცელდება მისი დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი პირები არიან,“ - ნათქვამია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
27 ნოემბერს ლავროვმა განაცხადა, რომ ეუთოს შეხვედრას დაესწრებოდა, თუ ბულგარეთი მას საჰაერო სივრცეს გაუხსნიდა.