„ჰამასმა" 10 ისრაელელი და უცხოეთის 2 მოქალაქე მძევალი გაათავისუფლა.
ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, „ჰამასმა“ 12 მძევალი „წითელ ჯვარს” გადასცა, რომელიც მათ ისრაელში ჩაიყვანს.
„წითელი ჯვრისგან” მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 12 მძევალი - მათ შორის ათი ისრაელელი და ტაილანდის ორი მოქალაქე - ისრაელის ტერიტორიისკენ მოემართებიან,” - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ადასტურებს, რომ "ჰამასმა" ისრაელის ათი მოქალაქე გაათავისუფლა - ცხრა ქალი და ერთი ბავშვი. მან აღნიშნა, რომ "ჰამასმა" ასევე ფილიპინების მოქალაქე გაათავისუფლა.
მძევლების სანაცვლოდ დღეს ისრაელი 30 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.