აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელის არსებობის უფლების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელის არსებობის უფლებას ადასტურებს და „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 412-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

დემოკრატმა, რაშიდა ტლაიბიმ, რომელიც მიჩიგანს წარმოადგენს კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, ხოლო რესპუბლიკელმა, ტომას მასიმ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.