Politico-მ ევროპაში ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი შეადგინა

ამერიკულმა გამოცემა Politico-მ ევროპაში ყველაზე გავლენიანი ადამიანების ტრადიციული რეიტინგი შეადგინა.

გამოცემის შეფასება 4 კატეგორიისგან შედგება, თითოეულ სამ კატეგორიაში კი, 9 ადამიანი განთავსდა. კატეგორიები ასე განაწილდა - „მოღვაწეები“, „მეოცნებეები“ და „ამრევები“. პირველი ორი დადებით გავლენას აფასებს, მესამე კი, ძირითადად, უარყოფითს.


Politico-მ ყველაზე გავლენიან ევროპელად პოლონელი პოლიტიკოსი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აღიარა. შარშან ყველაზე გავლენიან ევროპელად უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი იყო დასახელებული.

წელს მას ამერიკულმა გამოცემამ ყველაზე გავლენიან ევროპელად „მეოცნებეთა“ რეიტინგში მიაკუთვნა პირველი ადგილი. „მოღვაწეებს“ შორის პირველია იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.


„ამრევების“ კატეგორიაში პირველ ადგილზეა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა. მას Politico უწოდებს მთავარ ტექნოკრატს, რომელიც მუშაობაში ეხმარება პუტინის სამხედრო მანქანას.

ამავე კატეგორიაში მესამე და მეოთხე არიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. ამერიკული გამოცემა ორბანის შესახებ წერს, რომ მან უნგრეთში ხელყო კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება, ვეტოს უფლებით ევროკავშირი მძევლად აიყვანა და მეგობრულის მსგავსი ურთიერთობები დაამყარა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.

რაც შეეხება ბერბოკს, ის ამ კატეგორიაში არა რომელიმე კონკრეტული უარყოფითი ფაქტის, არამედ, ხისტი და აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამო მოხვდა.