უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევის სტრატეგიული მიზანი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნებაა.
დმიტრო კულებამ NATO-ს შტაბ-ბინაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შემდგარ უკრაინა-NATO-ს საბჭოს პირველი შეხვედრის წინ აღნიშნა, რომ რუსეთთან ტერიტორიული კომპრომისები არ იქნება.
„ჩვენი სტრატეგიული მიზანი, 1991 წლის საზღვრებზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება და მის განხორციელებაში ხელს არაფერი შეგვიშლის. ადამიანებმა, ვინც ამას გვთავაზობენ, უპირველეს ყოვლისა, თავიანთ მთავრობებს იგივე უნდა შესთავაზონ, გადასცენ სხვას თავისი ტერიტორიისა და ხალხის ნაწილი. გააკეთონ ეს და ვნახოთ, რამდენად შესაძლებელია ამაზე საუბარი,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.