ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა, სამხრეთ იაპონიის მახლობლად ოკეანეში ჩამოვარდა.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა კაგოშიმის პრეფექტურის კუნძულ იაკუშიმასთან ახლოს მოხდა.
ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი იოკოტის საჰაერო ბაზას ეკუთვნოდა და ოკინავასკენ მიფრინავდა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბორტზე მყოფი პირების სტატუსი უცნობია და იაპონიის სანაპირო დაცვა ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოს ატარებს. კატასტროფამდე იაკუშიმის აეროპორტმა ამერიკელი სამხედროებისგან მიიღო შეტყობინება, რომ თვითმფრინავს საგანგებო ვითარებაში დაშვება სჭირდებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.