რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის განცხადებით, "საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ დაემორჩილა ანტირუსულ ისტერიას."
„აპლოდისმენტები. როგორიც არ უნდა იყოს სირთულეები მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გამოიჩინა გამბედაობა, არ დამორჩილებოდა ანტირუსულ ისტერიას და ეხელმძღვანელა პირველ რიგში ეროვნულ ინტერესებზე და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით. ამ პრიორიტეტებით, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ზედიზედ ორი წელია, ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათა შორის, რუს ტურისტებს კარგი შემოსავალი მოაქვთ ქვეყნისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში გაკრიტიკებულია ევროკავშირი.