ევროპის საბჭო საქართველოს ევროპულ გზისა და მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტროს მოადგილე, ლაშა დარსალიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ბურიჩმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ურყევ ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ევროპის საბჭოს ცნობით, „ორგანიზაცია გააგრძელებს მოწოდებას საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წვდომისათვის მომავალი კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადებისთვის.“
უახლესი კონსოლიდირებული ანგარიში, რომელიც 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.