ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერის პეტერ სტანოს განცხადებით, "საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს.“ აუცილებელია მთელი ძალისხმევის მიმართვა, რათა საქართველოს მოსახლეობამ ევროვაკშირში ინტერგაციიის პროცესიდან სარგებელი მიიღოს, ასე უპასუხა სტანომ რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვას, განიხლება თუ არა საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირი გაწვერიანების საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე.
სტანოს პასუხში არაფერია ნათქვამი, შესაძლო დაშვებაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი მოლდოვა და საქართველო განიხილებიან დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვით ან მის გარეშე.
სტანოს განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და „განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას გააქტიუროს დიალოგი ოკუპიებულ სეპარატისტულ რეგიონებთან აფხაზთთან და სამხეთ ოსეთთან.“
„აუცილებელია მეტი შესაძლებლობის მიცემა დეიზოლაციისთვის და კონტაქტები საზოგადოებებს შორის, მეტად სტრუქტურირებული კონტაქტების გამოყენებით ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით“.
სტანოს განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება ქვეყანას უფრო მიმზიდველს გახდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვისაც.
„ჩვენ კვლავინდებურად დარწმუნებული ვართ, რომ დემოკრატიის შემდგომი გაძლიერება და კანონის უზენაესობა საქართველოს გახდის უფრო მიმზიდველს ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლებში. სარგებელი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იძლევა, აუცილებელია გახდეს უფრო ცნობადი და მიმზიდველი. შერიგებისა და რუსეთისამი მუდმივი მოწოდებით, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება, ეს არის გზა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის,“ - ნათქვამია სტანოს წერილობით პასუხში.
მანამდე რუსულ გამოცემა იზვესტიამ გამოაქვეყნა პეტერ სტანოს კომენტარი. გამოცემა წერდა, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწვერიანების შესაძლებლობას „აფხაზეთის“, „სამხრეთ ოსეთისა“ და დნესტრისპირეთის გარეშე.