ჯეიმს ო’ბრაიენი: საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადაჭრა ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს

საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადაჭრა ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი ჩრდილოეთ მაკედონიაში, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის სრული გათელვა ცივილიზებული სტანდარტების, საერთაშორისო სამართლისა და იმ პრინციპებისა, რომლებსაც ეს ორგანიზაცია ეფუძნება. საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე კონფლიქტები მოითხოვს ჩვენს განახლებულ ვალდებულებას რათა, ეს კონფლიქტები გადაიჭრას და ეს საზოგადოებები სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ მათი ხალხის არჩევანთან და იყვნენ იმ ქვეყნების უფრო ფართო საზოგადოების ნაწილინ, რომლებიც კანონის უზენაესობის ერთგული არიან,“ - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.