ეუთოს მინისტერიალზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ასევე ღრმად შემაშფოთებელია.“


მისი თქმით, „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ აღნიშნავს გადახრის მომენტს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბდა.

„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის უგუნური ქცევის მორიგი მსხვერპლი ეუთო არ გახდეს. პორტუგალიას სჯერა, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს შემართებას, გავაგრძელოთ კიევის მხარდაჭერა, როდესაც უკრაინა იყენებს თავდაცვის უფლებას. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და უზრუნველვყოფთ სამხედროების სწავლებას, რადგანაც დღეს სწორედ ეს გახლავთ ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი.


ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებელობას, რათა ვუთხრათ რუსეთს, რომ შეწყვიტოს აგრესია, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან დაუყოვნებლივ, რადგანაც მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ საშინელ ომზე.

რუსეთის აგრესიის გავრცელების საფრთხე ჩვენს რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებზე რეალურია. მთიან ყარაბაღში, ეთნიკური სომხების ტრაგიკული მდგომარეობა, რომლებსაც ჰქონდათ რუსების ჩაურევლობის იმედი, რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ასევე ღრმად შემაშფოთებელია,“ – განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სკოპიეში, ეუთოს მინისტერიალზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


„ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით უკიდურესად რთულ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი არამხოლოდ უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, არამედ, არამედ ასევე იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებზეც ევროპის უსაფრთხოებაა აგებული.

რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა ამ ძირითადი პრინციპების დარღვევას, მათ შორის საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წლიდან დაწყებული. ეს პრინციპები კი არ ექვემდებარება გადახედვას. რუსეთის მოსაზრებას, რომ უნდა არსებობდეს გავლენის სფეროები, ადგილი არ აქვს ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებში.

ომი რუსეთის არჩევანია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსკოვს მისი დასრულება ნებისმიერ დროს შეუძლია. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმაზეც, რაც ახლა ხდება. რუსეთი, რომელსაც სწრაფი გამარჯვების იმედი ჰქონდა, ვერ დაამარცხებს უკრაინას,“ განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა „მთავარი არხის“ ცნობით.