ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები განაახლა

ისრაელის განცხადებით, საბრძოლო ქმედებები განახლება მოუწიათ, ვინაიდან „ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია. შესაბამის ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები და CNN ავრცელებენ.

კერძოდ, „ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია და, ამას გარდა, ისრაელის ტერიტორია დაბომბა.


„ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაახლა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებები,” - ნათქვამის ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

CNN-ის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისრაელსა და "ჰამასს" შორის, როგორც ჩანს, დასრულდა და მისი გაგრძელების არანაირი ნიშანი არ ჩანს.

პარასკევის ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღაზას სექტორიდან გამოშვებული ერთი რაკეტა ჩამოაგდო.