უკრაინისთვის შორეული რადიუსის რაკეტების (160 კმ) მიწოდებას შეერთებული შტატები მომავალ წელს დაიწყებს. ამის შესახებ Reuters-ი პენტაგონში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მიწოდებას შტატებში Boeing-ი დეკემბრის ბოლოს ურუნველყოფს, რასაც უკრაინაში გაგზავნამდე რამდენიმეთვიანი ტესტირება მოჰყვება.
შეგახსენებთ, GLSDB-ს ერთობლივად აწარმოებენ შვედური კომპანია SAAB AB და Boeing. SAAB-ის ვებგვერდის მიხედვით, რაკეტა იმართება GPS-ით, შეუძლია, გადალახოს ზოგიერთი ელექტრონული დაბრკოლება და შეიძლება, გამოყენებული იყოს ყველა ამინდის პირობებში.