ევროკავშირი რეფორმების დღის წესრიგის წინსვლისთვის, საქართველოს განგრძობად ძალისხმევას მიესალმება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს.
„კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგას,“ - წერს შარლ მიშელი.