რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მოსკოვისთვის სტრატეგიულ მარცხად უნდა დარჩეს - ჯეიმს ო’ბრაიენი

რუსეთი ახლა ხარჯავს თავის სამხედრო რესურსს უკრაინის წინააღმდეგ ომში, როგორ აფასებთ რუსეთის უნარს, განახორციელოს აგრესიული პოლიტიკა სხვა მეზობელი ქვეყნების და  NATO-ს წინააღმდეგაც კი. როგორია თქვენი აღქმა ანალიზის შესახებ, რომლის თანახმად, ომის დასრულებიდან ექვს წელიწადში რუსეთი შეძლებს აღდგენას და ხელახლა დარტყმას, ამჯერად NATO-ს წევრების, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის მიმართ. ამ შეკითხვას უპასუხა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა და აღნიშნა, რუსეთის სტრატეგიული მარცხი მარცხად უნდა დარჩეს.

„ვფიქრობ, ცხადია, პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა, რომ არ არის დაინტერესებული უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებით. სჯერა, თუ მოითმენს, მას ექნება უპირატესობა და შეძლებს, სცადოს უკრაინის კვლავ კონტროლქვეშ მოქცევა და ეს შექმნის პლატფორმას, საიდანაც ის შეძლებს, NATO-ს უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნას. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში, რომელიც დაიწყო 2022 წლის თებერვალში, უნდა დარჩეს რუსეთის სტრატეგიულ მარცხად და არ შეიძლება, მივცეთ უფლება, შექმნას სხვა საფუძველი, საიდანაც რუსეთი განიმტკიცებს თავის იმპერიულ კონტროლს უკრაინაზე,“ - განაცხადა ბლინკენის თანაშემწემ.