გერმანიის კანცლერმა საერთაშორისო კლუბის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომლის მიზანიც განვითარებადი ქვეყნების დახმარებაა. კლუბის დაარსება დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების განხორციელებაში ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა, ფოლადი, ცემენტი და ალუმინი.
შოლცის თქმით, ერთობლივად უნდა შემუშავდეს სწორი სტანდარტები და სტრატეგიები ნახშირორჟანგისგან თავისუფალი მრეწველობის განვითარებისთვის.
„კლიმატის კლუბის“ შემადგენლობაში ამ ეტაპზე 36 წევრია. კლუბი შეეცდება, დააჩქაროს განსაზღვრულ საწარმოებში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის სტანდარტიზების პროცესის ტექნიკური სამუშაოები და მოხდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა ნულოვანი ემისიის მისაღწევად. ეს არამხოლოდ გაუგზავნის ძალიან საჭირო საინვესტიციო სიგნალებს ჩვენს შიდა მრეწველობას, არამედ, ასევე გადაიქცევა ორიენტირად სხვა ქვეყნებისთვის,” - აღნიშნა შოლცმა.