ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მის „სადაზვერვო ოპერაციებში“ ჩარევა ომის გამოცხადებას ნიშნავს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„იმ შემთხვევაში, თუ აშშ შეეცდება სუვერენული სახელმწიფოს ლეგიტიმური ტერიტორია უახლესი ტექნოლოგიების უკანონო და უსამართლო გამოყენებით დაარღვიოს, მაშინ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა თავდაცვის მიზნით, საპასუხო ზომების მიღებას განიხილავს, რათა გაანადგუროს აშშ-ის ჯაშუში თანამგზავრების სიცოცხლისუნარიანობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, თავისი პირველი სამხედრო ჯაშუში თანამგზავრი 21 ნოემბერს წარმატებით გაუშვა.