ფინეთის პრეზიდენტი: რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს

„ფინეთის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები რაღაც ზოგადი კონტექსტისგან განცალკევებული არ არის. რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს,“ - განაცხადა ნიინისტომ.


ნიინისტოს შეფასებით, მიგრაციის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება, ემოციებს არამხოლოდ ფინეთში, არამედ, ევროპაშიც იწვევს და ეს შეიძლება, უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად დამატებითი სტიმული იყოს.

შეგახსენებთ, 30 ნოემბერს ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სრულად, სულ მცირე, ორი კვირით დაკეტა.