ისრაელის სადაზვერვო სააგენტო მოსადის განცხადებით, კატარში ზავის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც კატარში დელეგაციას ისრაელში დაბრუნება უბრძანეს.
ისრაელის დაზვერვის სააგენტო ასევე აცხადებს "ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.
ეს შეთანხმება მოიცავდა ყველა იმ ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რომლებიც „ჰამასისთვის“ მიწოდებულ სიაში იყვნენ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა, „ჰამასმა“ ტყვეობიდან 105 მძევალი გაათავისუფლა.