უკრაინელი ჯარისკაცების მეორე ჯგუფმა გერმანიაში, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემაზე წვრთნა დაასრულა

გერმანიაში, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ 70-მა წევრმა გაიარა წვრთნა. ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება. კერძოდ, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეას მარლოუმ, მრავალეროვნული სპეციალური მომზადების სარდლობის მეთაურმა, 70-მდე ჯარისკაცისა და ოფიცრის სასწავლო კურსის დასრულების შესახებ განაცხადა. სწავლება ექვს კვირაზე მეტხანს გაგრძელდა.


გერმანელმა გენერალმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვა ცენტრალური ამოცანაა, რადგან რუსული დარტყმები კონკრეტულად უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი თქმით, პერსონალის მიერ მიღწეული უნარების დონე უკრაინელებს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად იმუშაონ საჰაერო თავდაცვის სისტემასთან და, შესაბამისად, შეასრულონ საჰაერო თავდაცვის ამოცანები.