აშშ-ის ხელმძღვანელობით ძალისხმევა დაეხმარა უკრაინულ ძალებს რუსეთის არმიის დასუსტებაში - ოსტინი

პრობლემურ დროში დემოკრატიული სამყარო ეყრდნობა შეერთებულ შტატებს, რათა დაადასტუროს თავისი ლიდერობა, მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერისა და რუს აგრესორზე გამარჯვების მხარდასაჭერად. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.


„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში. ეს მოიცავს მთავარ კონფლიქტებს, რომლებსაც აწყდებიან ჩვენი თანამემამულე დემოკრატიები, ისრაელი და უკრაინა,“ - აღნიშნა ოსტინმა და განმარტა, რომ ეს არის ბრძოლა მსოფლიო ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის.“


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით ძალისხმევა დაეხმარა უკრაინულ ძალებს რუსეთის არმიის დასუსტებაში და რომ აშშ-ის ხელმძღვანელობა და როგორც პარტნიორის ძალისხმევა არ უნდა შეჩერდეს, ვიდრე უკრაინა სრულიად არ გათავისუფლდება.

„თუ ჩვენ დღეს წინ არ აღვუდგებით კრემლის აგრესიას, თუ არ შევაკავებთ სხვა სავარაუდო აგრესორებს, ჩვენ მხოლოდ გავათამამებთ მათ და კიდევ უფრო მეტ სისხლისღვრას და ქაოსს გამომოვიწვევთ,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.


პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.